ავიაკომპანია United Airlines-ის ერთ-ერთი რეისის დროს კაცი მორიელმა დაგესლა
მსოფლიო
აშშ
ავიაკომპანია United Airlines-ის ერთ-ერთი რეისის დროს კაცი მორიელმა დაგესლა, იუწყება CNN. დაზარალებულის ცოლმა თქვა, რომ მისი ქმარი ბიზნესკლასის სალონში იმყოფებოდა, როცა თმაში რაღაც იგრძნო, მორიელი მაგიდაზე ჩამოვარდა და კაცს უკბინა, როცა ის მის მოშორებას ცდილობდა. ავიაკომპანიამ ეს ინფორმაცია დაადასტურა.
"ჩვენი ჯგუფი მაშინვე დაუკავშირდა ექიმს და ჰაერში მის რეკომენდაციებს მთელი რეისის განმავლობაში ასრულებდნენ", - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში. როგორც იუწყებიან მგზავრის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ამ ავიაკომპანიას ინციდენტი 11 აპრილსაც გადახდა, გავრცელდა კადრები, რომელმაც მთელი ინტერნეტი მოიცვა, კადრებში ასახულია თუ როგორ მოხსნეს რეისიდან ერთ-ერთი მგზავრი და ძალის გამოყენებით ლაინერის სალონიდან გაიყვანეს. მოგვიანებით ავიაკომპანიამ მომხდართან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა. ამ ფაქტს საზოგადოების მხრიდან აღშფოთება მოჰყვა და გამოძიება მიმდინარეობს.
A scorpion stung a passenger on a recent United Airlines flight https://t.co/Seoovawnh5 pic.twitter.com/nT9D22iwRa
— CNN (@CNN) April 14, 2017





