imedi
Новая газета: ჰომოსექსუალებზე გამოქვეყნებული სტატიის გამო ჩეჩნები გვემუქრებიან
მსოფლიო

«Новая газета»-მ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გამოცემას ემუქრებიან, მას შემდეგ, რაც მათ გამოაქვეყნეს სტატია ჩეჩნეთში ჰომოსექსუალთა დევნის შესახებ, იუწყება Дождь-ი. რედაქციამ თქვა, რომ ის შეშფოთებულია თავისი თანამშრომლების უსაფრთოხების გამო. განცხადება გამოქვეყნდა გამოცემის ვებგვერდზე, თუმცა ცოტა ხანში ის გვერდიდან გაქრა. ვებგვერდის ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის თქმით, შეიძლება ეს ჰაკერული თავდახმის შედეგია. მოგვიანებით, განცხადება Facebook-ზე აიტვირთა.
«Новая газета» ამბობს, რომ რამდენიმე დღეში სტატიის გამოქვეყნებიდან, რომელშიც ლაპარაკი იყო, ჰომოსექსუალების შესახებ, გროზნოს მთავარ მეჩეთში გაიმართა ჩეჩნეთის სასულიერო პირების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საგანგებო შეკრება. გამოცემის თქმით, შეკრებაში 15 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
შეკრებაზე ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მრჩეველმა ადამ შახიდოვმა გაზეთის კოლექტივი დაადანაშაულა სიცრუეში და მათ „ჩეჩნეთის და მათი სარწმუნოების მტრები უწოდა“. მისი გამოსვლა ქვეყნის ცენტრალური არხით გადაიცემოდა. შეხვედრის შემდეგ რეზოლუცია მიიღეს.
3 აპრილს Новая газета საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო ჩეჩნეთის მოქალაქეები დააპატიმრეს. გაზეთის ცნობით, უკვე დაკავებულია 100-ზე მეტი კაცი. გამოცემას აქვს ინფორმაცია სამი დაღუპულის შესახებ, მაგრამ ეს რიცხვი შეიძლება უფრო მეტი იყოს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის ცენტრალური მუსლიმური ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე, ორი ცნობილი ჩეჩენი ტელეწამყვანი არიან.
ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის პრესსამსახურმა კი Новая газета-ს პუბლიკაციას "აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია" უწოდა.





