imedi
აშშ-მა შეცდომით სირიელი მოკავშირეები დაბომბა
მსოფლიო

პენტაგონის განცხადებით, ამერიკულმა ძალებმა შეცდომითი ავიაიერიში სირიის მოკავშირეების ტერიტორიაზე მიიტანეს. დარტყმა ქალაქ ტაბქასთან მოხდა. ინფორმაციას ავრცელებს Skynews-ი.
„დარტყმა კოალიციური ძალების ბრძანებით განხორციელდა, რომლებმაც კოორდინატები გააგზავნეს და შეატყობინეს, რომ ამ რეგიონში "ისლამური სახელმწიფოს" ძალებია განლაგებული. რეალურად, იმ ტერიტორიაზე სირიის თავისუფალი არმიის ავანგარდის პოზიციები იყო განლაგებული,“ - განმარტავენ ამერიკელი სამხედროები.
დარტყმის შედეგაც დაიღუპა 18 შეიარაღებული სამხედრო.
ტაბქის რეგიონში „სირიული დემოკრატიული ძალები“, მოქმედებენ რომლებიც ეთნიკურად ქურთებისა და არაბებისგან შედგება. ქალაქი 2013 წლიდან ტერორისტების კონტროლის ქვეშაა.
ნატო სირიაში განხორციელებულ ავიადარტყმებზე კომენტარს არ აკეთებს. „ნატო სირიაში არ მდებარეობს. აშშ-ის სამხედრო ძალების მოქმედებების შესახებ, აშშ-ის ხელისუფლებას მიმართეთ“,- აცხადებს ალიანსის წარმომადგენელი.
რუსულმა მედიამ, სირიის ხელისუფლებაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავიაიერიში გუშინ 17:30 - 17:50 საათებს შორის განხორციელდა. აშშ-სი საჰაერო ძალების (BBC) პოლკოვნიკმა ჯონ დორიანმა კი ავიადარტყმა უარჰყო.„კოალიციას ამ რეგიონზე დარტყმა არ განუხორციელებია. სირიის მტკიცებულება არ შეესაბამება სინამდვილეს. სავარაუდოდ, ცრუ ინფორმაცია სპეციალურად გავრცელდა“, - აცხადებს ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების პოლკოვნიკი ჯონ დორიანი.





