imedi
ნადეჟდა სავჩენკომ პარტია შექმნა
მსოფლიო

ნადეჟდა სავჩენკო
უკრაინული მედიის ცნობით, უმაღლესი რადას უპარტიო წევრმა ნადეჟდა სავჩენკომ პარტია შექმნა სახელწოდებით "ნადეჟდა სავჩენკოს საზოგადოებრივ - პოლიტიკური პლატფორმა". გამოცემის ცნობით, ეს ინფორმაცია სავჩენკოსთან დაახლოებულმა პირმა მიაწოდა.
Strana წერს, რომ ეს გადაწყვეტილება სავჩენკომ დღეს, მეიდანზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში თანამოაზრეებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო, რომელზეც სავჩენკო პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.
გასული წლის დეკემბერში ნადეჟდა სავჩენკომ განაცხადა, რომ მოძრაობა "РУНА"-სთან პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნიდა, თუმცა თებერვლის დასაწყისში ცნობილი გახდა პლატფორმა "РУНА"-მ სავჩენკოსთან თანამშრომლობა გაწყვიტა.





