imedi
ალექსანდრიის ეკლესიაზე ტერაქტის შემსრულებლის ვინაობა დადგინდა
მსოფლიო

ეგვიპტე
ეგვიპტის ხელისუფლებამ იმ თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა დაადგინა, რომელმაც ქალაქ ალექსანდრიაში ქრისტიანული ეკლესიის შესასვლელში ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ეგვიპტის შინაგან შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტერორისტი 31 წლის მაჰმუდ ჰასან მუბარაქ აბდულაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ის ეგვიპტის პროვინცია სუეცში ცხოვრობდა და ნავთობკომპანიაში მუშაობდა. მეორე თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა უცნობია.
9 აპრილს, ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ ეგვიპტეში მომხდარ ორ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო. პირველი აფეთქება ეგვიპტის ქალაქ ტანტაში მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ეკლესიასთან აიფეთქა, როდესაც შენობაში საეკლესიო მსახურება მიმდინარეობდა. მომხდარის შედეგად დაიღუპა 21, ხოლო დაშავდა 50 ადამიანი.





