13 აპრილი 2017, 17:30
imedi
ნადეჟდა სავჩენკოს ავტომობილი მოხუც ქალს დაეჯახა
მსოფლიო

გაზიარება
უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის, ნადეჟდა სავჩენკოს მანქანა მოხუც ქალს დაეჯახა. ინფორმაციას სააგენტო РИА ავრცელებს, შემთხვევის ამსახველი ფოტო კი Twitter-ზე ვრცელდება.
Автомобиль Надежды Савченко сбил женщину. ФОТОФАКТ https://t.co/8tzomXqujp pic.twitter.com/n6uudLS8C9
— Алекс Новодворскі (@NovodvorskiAlex) April 13, 2017
გავრცელებული ინფორმაციით, დაჯახებისას, სავჩენკო ავტომობილში იჯდა. სააგენტო News Daily, Україна-ს რედაქტორზე დაყრდნობით, წერს, რომ მოხუცმა ფეხი იღრძო.





