imedi
პუტინი-ტილერსონის შეხვედრის შემდეგ განცხადებები არ გაკეთებულა
მსოფლიო

კრემლი, მოსკოვი
ვლადიმერ პუტინმა რექს ტილერსონს უმასპინძლა. შეხვედრა კრემლში 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრის შემდეგ განცხადებები არ გაკეთებულა.
"რუსეთი შტატების პრეზიდენტის არჩევნებში ჩაერია", - განაცხადა რექს ტილერსონმა სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ.
ლავროვმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ არცერთი ფაქტი არ დადასტურდა.
"აშშ-ს და რუსეთს შორის ნდობის ძალიან დაბალი ხარისხია. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ვერ ვთანხმდებით, უკრაინაა. ეს ხელს უშლის ურთიერთობების გაუმჯობესებას", - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.
რექს ტილერსონის თქმით, სირიის ლიდერის მმართველობა მალე დასრულდება და რუსეთი ასადს რეალობის გააზრებაში უნდა დაეხმაროს.





