imedi
ტრამპი: ასადი ყასაბია
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
"ეჭვიც არ მეპარება, რომ სწორად მოვიქეცით. ბაშარ ასადი ყასაბია", - განაცხადა დონალდ ტრამპმა იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ.
"ნატო მოძველებული ორგანიზაცია არ არის. ევროპელებმა ერთობლივი უსაფრთხოებისთვის სამართლიანი წილი უნდა გადაიხადონ. ალიანსმა სირიაში კატასტროფა უნდა მოაგვაროს. დროა, სასტიკი სამოქალაქო ომი დასრულდეს და დევნილებს სახლებში დაბრუნების საშუალება მიეცეთ. ტილერსონს რუსეთში შეხვედრა ჰქონდა. ვნახოთ, როგორი იქნება საბოლოო შედეგი. შტატები მზად არის, ჩრდილოეთ კორეის კრიზისი ჩინეთისგან დამოუკიდებლად დაამარცხოს. მსოფლიოში არეულობაა. ამას დავასრულებთ და მსოფლიო საცხოვრებლად უკეთესი ადგილი იქნება", - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა იენს სტოლტენბერგს თეთრ სახლში უმასპინძლა.
დონალდ ტრამპმა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ნატო-ს მოძველებული ორგანიზაცია უწოდა, თებერვალში კი დაიფიცა, რომ ნატო-ს დახმარებას გაუწევდა.





