სტოლტენბერგი: რუსეთთან ერთად ცხოვრების გზების პოვნა მოგვიწევს
მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი
"რუსეთი არ აპირებს არსად წასვლას, ამიტომ მოგვიწევს მასთან ერთად ცხოვრების გზების პოვნა, რათა თავიდან ავიცილოთ კიდევ ერთი ცივი ომი", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ.
"ქიმიური იარაღის გამოყენება მიუღებელია და არ შეიძლება, უპასუხოდ დარჩეს. ალიანსმა უფრო მეტი უნდა გააკეთოს ტერორიზთან საბრძოლველად. ამისთვის ყველაზე მძლავრი იარაღი ადგილზე სამხედრო ძალების გაწვრთნაა", - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
იენს სტოლტენბერგს დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში უმასპინძლა.
ამ უკანასკნელმა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ნატო-ს მოძველებული ორგანიზაცია უწოდა, თებერვალში კი დაიფიცა, რომ ნატო-ს დახმარებას გაუწევდა.





