13 აპრილი 2017, 05:37
imedi
გერმანელმა მინისტრმა უკმაყოფილო მიგრანტებს ევროპიდან წასვლა ურჩია
მსოფლიო

ვოლფგანგ შოიბლე
გაზიარება
გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, ვოფგანგ შოიბლემ განაცხადა, რომ ევროპაში ემიგრირებული იმ მუსლიმებისთვის, როლებსაც არ მოსწონთ ცხოვრების ევროპული წესი, არსებობს უკეთესი ადგილები მსოფლიოში. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იტყობინება.
ბერლინში გამოსვლის დროს შოიბლემ განაცხადა, რომ ასეთ მიგრანტებს უნდა შეატყობინონ - “თქვენ არასწორი არჩევანი გააკეთეთ“.
“მსოფლიოში არსებობს ევროპაზე უკეთესი ადგილები ისლამური წესებით საცხოვრებლად“ - დასძინა მან.
სააგენტო EC Frontex-ის მონაცემებით, 2015 წლის შემდეგ ევროკავშირში 1,8 მილიონი ემიგრანტი ჩავიდა.





