13 აპრილი 2017, 04:29
imedi
კანადაში სპეცოპერაცია კანფეტების ქურდი ბავშვების დასაკავებლად ჩაატარეს
მსოფლიო

გაზიარება
კანადის პოლიციამ იმ ბავშვების დასაკავებლად, რომლებმაც ტორონტოს მახლობლად გასართობი პარკიდან კანფეტები მოიპარეს, სრულმასშტაბიანი სპეცოპერაცია განახორციელა - იტყობინება Huffington Post-ი.
გამოცემის ცნობით, მოზარდების დევნაში რამდენიმე ქვეგანყოფილება ჩაერთო. რეიდში მონაწილეობდნენ კინოლოგები, პოლიციის ვერტმფრენი და იორკის ოლქის სპეცრაზმი.
15-16 წლის მოზარდებს დანაშაულის ადგილიდან არცთუ მოშორებით მიაგნეს. სამართალდამცველების თქმით, ისინი ბუჩქებში იმალებოდნენ, სადაც მოპარულ კანფეტებს შეექცეოდნენ.





