ბანგლადეშში ბრიტანეთის ელჩზე თავდამსხმელები სიკვდილით დასაჯეს
მსოფლიო

ბანგლადეშის ხელისუფლებამ, 2004 წლის მაისში ბრიტანეთის ელჩზე ხელყუმბარის გამოყენებით თავდასხმის გამო, სამი ისლამისტი ექსტრემისტი ჩამოხრჩობით დასაჯა - იუწყება Reuters.
13 წლის წინ მომხდარი თავდასხმის შედეგად 50 ადამიანი დაშავდა. ელჩი კი ფეხში დაიჭრა.
სამივე ბრალდებულს ეს სასჯელი 2008 წელს განუსაზღვრეს. ერთი თვის წინ კი ბანგლადეშის უმაღლესმა სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. სასამართლოს გადაწყვეტილება სისრულეში მას შემდეგ მოიყვანეს, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა მათ შეწყალებაზე უარი განაცხცადა.
მსჯავრდებულები დაჯგუფება „ხარკატ-ულ-ჯიხა-ალ-ისლამია“-ს წევრები იყვნენ. ერთ-ერთი კი ამ ორგანიზაციის ლიდერი იყო.





