საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი სიმფონიური მუსიკის მორიგ კონცერტს გამართავს
კულტურა

ფოტო: საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი
ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 101-ე (ასმეერთე) საკონცერტო სეზონის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიაში, სიმფონიური მუსიკის მორიგ კონცერტს წარმოგიდგენთ.
კონცერტი 20 ნოემბერს გაიმართება და სადირიჟორო პულტს ორი ახალგაზრდა ქართველი დირიჟორი გაინაწილებს - სოფია ხუციშვილი და გუგა ცინცაძე.
სოლისტები: ჩელისტი ლიზი რამიშვილი და მეცო-სოპრანო ირინა შერაზადიშვილი.
შესრულდება გუსტავ მალერის, ანტონინ დვორჟაკის, პიოტრ ჩაიკოვსკის და ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებები.
კონცერტები ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიაში (დავით აღმაშენებლის გამზირი 182) 20:00 საათზე გაიმართება და ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ პლატფორმაზე - tkt.ge.





