17 ნოემბერი 2026, 08:29
ბათუმი გალაკტიონ ტაბიძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალს - „ქართველები და ზღვა“ მესამედ მასპინძლობს
კულტურა

ფოტო: imedi/ვიდეოკადრი
გაზიარება
ბათუმი გალაკტიონ ტაბიძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალს - „ქართველები და ზღვა“ მესამედ მასპინძლობს. მრავალფეროვანი კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამით დატვირთული ფესტივალის ოფიციალური გახსნა აჭარის მწერალთა სახლში გაიმართა.
პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმების ჩვენება.
პროექტი ბათუმის მერიისა და აჭარის მწერალთა სახლის მხარდაჭერით იმართება. სამდღიანი ფესტივალი 18 ნოემბერს დასრულდება.





