მაკოლეი კალკინი კევინის პერსონაჟს დაუბრუნდა
კულტურა

ფოტო: Facebook
ამერიკელი მსახიობი მაკოლეი კალკინი კვლავ დაუბრუნდება კევინ მაკალისტერის საკულტო როლს ფილმიდან „მარტო სახლში“.
მან ეს პერსონაჟი McDonald’s-ის ახალ რეკლამაში განასახიერა. მსახიობის მონაწილეობით შექმნილი ვიდეორგოლი სწრაფი კვების რესტორანმა საკუთარ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა. ვიდეოს თან ახლავს წარწერა: „შუქი ანთია, ვიღაც სახლშია“.
ეს არის პრომორგოლი აქციისთვის „მარტო სახლში“, რომელიც 24 ნოემბერს იწყება და 1 დეკემბრამდე გაგრძელდება. აშშ-ში თითოეულ კერძს თან მოჰყვება ფილმის გმირების გამოსახულებიანი წინდების ოთხი საკოლექციო წყვილიდან ერთ-ერთი.
„მარტო სახლში“ 1990 წელს გამოვიდა. ფილმში მთავარი როლი მაკოლეი კალკინმა შეასრულა, რომელმაც პატარა კევინი განასახიერა. გადაღებების დროს ის 9 წლის იყო. სიუჟეტის მიხედვით, ამერიკული ოჯახი ჩიკაგოში სამოგზაუროდ მიემგზავრება, თუმცა მზადების პროცესში ერთ-ერთი შვილი სახლში რჩებათ.





