იუსტიციის მინისტრი სომეხ კოლეგას შეხვდა
იუსტიციის მინისტრი სომეხ კოლეგას შეხვდა. მინისტრების შეხვედრა ერევანში მიმდინარე სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში გაიმართა. პაატა სალიამ შეხვედრისას ხაზი გაუსვა ფორუმის მნიშვნელობას, რომელიც უკვე მეშვიდედ ტარდება და კარგი შესაძლებლობაა არა მხოლოდ იუსტიციის სფეროში არსებული აქტუალური საკითხებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, არამედ ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის















