ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მისიის წევრებს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მისიის წევრებს შეხვდა. განიხილეს საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობას და ბანკის როლს ამ პროცესში. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ინფრასტრუქტურის, დაკავშირებადობის გაძლიერების, მდგრადი განვითარების ხელშეწყობისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით













