დღეს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღის აღსანიშნავი პირველი ღონისძიება გაიმართა
დღეს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღის აღსანიშნავი პირველი ღონისძიება გაიმართა. სიტყვით გამოვიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. აღინიშნა ამ დღის მნიშვნელობა, ინსტიტუტის როლი და საარჩევნო მოხელეთა საქმიანობა. ხაზი გაუსვეს, საარჩევნო ადმინისტრაციის განვითარების პროცესს, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასა და თანამშრომელთა პროფესიონალიზმს. ითქვა, რომ კანონის უზენაესობა, მიუკერძოებლობა და გამჭვირვალობა ცესკოს მუშაობის ქვაკუთხედია. ღონისძიების ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარემ მოწვეულ სტუმრებს პრეზენტაცია „1918 წლის დებულებიდან თანამედროვეობამდე“ წარუდგინა










