უკან22 ნოემბერი 2026, 14:48
ესპანეთის ანკლავ სეუტაში საპროტესტო მსვლელობა გამართა
ესპანეთის ანკლავ სეუტაში საპროტესტო მსვლელობა გამართა. აქციის მონაწილეები ქალაქში წესრიგის აღდგენას მოითხოვდნენ. მათი შეშფოთების მიზეზი მიგრანტთა ნაკადის ზრდა გახდა. მსვლელობაში მონაწილეობდნენ სეუტის პრეზიდენტი ხუან ვივასი და სხვა ოფიციალური პირები. აქციის ორგანიზატორებმა ესპანეთის მთავრობისა და ევროკავშირისგან მეტი მხარდაჭერა, სასაზღვრო კონტროლის გამკაცრება და საზოგადოებრივი მომსახურების სფეროსთვის დამატებითი რესურსების გამოყოფა მოითხოვეს.
გაზიარება









