ჯონ მირშაიმერი: ამერიკელების გარეშე ევროპა კოლექტიური მოქმედების სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება
ამერიკელების გარეშე ევროპა კოლექტიური მოქმედების სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. ამის შესახებ ჩიკაგოს უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორმა და საერთაშორისო ურთიერთობების თეორეტიკოსმა ჯონ მირშაიმერმა განაცხადა. მისი შეფასებით, ამერიკის წამყვანი და მაკოორდინირებელი როლის გარეშე გაურკვეველია, ვინ ლაპარაკობს ევროპის სახელით, რაც 13 ნოემბერს დუბლინში გამართულ ევროპული ქვეყნების შეხვედრაზეც გამოჩნდა. მირშაიმერის თქმით, ევროპა მომავალში სავარაუდოდ იმაზე მეტად დაქსაქსული იქნება, ვიდრე უკვე არის და ამ პროცესის შემობრუნება შეუძლებელია.









