მაგისტრალურ გაზსადენზე მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები განხორციელდება
მაგისტრალურ გაზსადენზე მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები განხორციელდება. 24 ნოემბერს, დილის 4 საათიდან, დასავლეთ საქართველოს რიგ მუნიციპალიტეტებსა და აჭარაში, ბუნებრივი გაზის მიწოდება დროებით შეწყდება. შეზღუდვა ასევე შეეხება კასპის, გორის, ქარელის, ხაშურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებს, მათ შორის ბაკურიანს. მიზეზი საგურამო-ქუთაისის მაგისტრალურ გაზსადენზე ახალი, მონაკვეთის მიერთებაა. გაზის მიწოდება 25 ნოემბერს, დილის 10 საათიდან, ეტაპობრივად აღდგება. ნავთობისა და გაზის კორპორაციის განცხადებით, დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გაზის მიწოდება უფრო სტაბილური და უსაფრთხო გახდება, მაგისტრალურ გაზსადენზე ავარიული გათიშვის რისკი კი თითქმის განულდება. პროექტი მეტი დასახლების გაზიფიცირებასაც შეუწყობს ხელს.









