კახეთში ველორბოლაში საერთაშორისო ტურნირი დაიწყო
კახეთში ველორბოლაში საერთაშორისო ტურნირი დაიწყო. შატო ზედაანი უკვე მეორე წელია მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობს. ტურნირის მასშტაბი წელს საგრძნობლად გაიზარდა, თუ გასულ წელს შეჯიბრებაში 12 ქვეყანა მონაწილეობდა, ამჯერად ჩემპიონატში 20 ქვეყნის წარმომადგენელი ჩაერთო. მასპინძელი საქართველო ორი კლუბით არის წარმოდგენილი. შეჯიბრების ოფიციალურ გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და რეგიონის რწმუნებული ესწრებოდნენ. ტურნირის სტარტი შატო ზედაანში შედგა, ფინიში კი ლაგოდეხშია დაგეგმილი. ორდღიანი შეჯიბრების ფარგლებში სპორტსმენები 200-ზე მეტ კილომეტრს გაივლიან. გამარჯვებულიც სწორედ ორი დღის შედეგების ჯამით გამოვლინდება



















