კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, კასპის სოფელ მეტეხში ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის, ღვთისმშობლის ეკლესიის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, კასპის სოფელ მეტეხში, ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის, ღვთისმშობლის ეკლესიის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. გათვალისწინებულია ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, დაზიანებული კონსტრუქციული ელემენტების აღდგენა-გამაგრება და ნესტით გამოწვეული დაზიანებების აღმოფხვრა. აღდგება გუმბათის საყრდენი ბურჯები. გადმოცემის თანახმად, ტაძარი ვახტანგ გორგასალს აუგია. კომპლექსი სხვადასხვა პერიოდის რამდენიმე ნაგებობას აერთიანებს



















