პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება დაიწყო
პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება დაიწყო. პროცესს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი გაეცნო. 27 ქალაქში გახსნილ 42 საგამოცდო ცენტრში დღეს, ტესტირება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ხვალ კი - წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში ტარდება. პროფესიულ პროგრამებზე 12 600-მდე მსურველი დარეგისტრირდა. ზოგიერთი მათგანი ერთზე მეტ გამოცდას აბარებს



















