2006 წლის ოსკაროსანი ფილმის „მარი ანტუანეტას“ გამოსვლიდან 20 წლის აღსანიშნავად ვერსალის სასახლის კომპლექსში გამოფენა გაიხსნა
2006 წლის ოსკაროსანი ფილმის „მარი ანტუანეტას“ გამოსვლიდან 20 წლის აღსანიშნავად ვერსალის სასახლის კომპლექსში გამოფენა გაიხსნა. სოფია კოპოლას ნამუშევრის რეკვიზიტები, სცენარის ფრაგმენტები, დოკუმენტური კადრები და საკულტო კოსტიუმები იმ სივრცეშია წარმოდგენილი, სადაც საფრანგეთის დედოფალი ცხოვრობდა და ფილმის დიდი ნაწილია გადაღებული. გამოფენა ვერსალში მომავალი წლის 24 იანვრამდე გაგრძელდება.















