ტომ კრუზის ახალი ფილმის „დიგერის“ მსოფლიო პრემიერა ლონდონში შედგა
ტომ კრუზის ახალი ფილმის „დიგერის“ მსოფლიო პრემიერა ლონდონში შედგა. ჩვენებას სამეფო ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს სატირულ შავ კომედიაში მაყურებელი სრულიად გარდასახულ 64 წლის მსახიობს, მდიდარი ნავთობმაგნატის, დიგერ როკველის როლში იხილავს. სამეფო კინოჩვენებიდან შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება. კინოთეატრებში კი ფილმი 30 სექტემბერთან გამოვა.















