ჩინეთის ლიდერს ამერიკის პრეზიდენტი განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად ასაფრენ ბილიკზე თავად დახვდება
წითელი ხალიჩა, ფოიერვერკი, ჩინეთის და ამერიკის ჰიმნები და ბომბდამშენისა და გამანადგურებლების გადაფრენა. ჩინეთის ლიდერს ამერიკის პრეზიდენტი განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად ასაფრენ ბილიკზე თავად დახვდება. ტრამპისა და სი ძინპინის სამიტს ყურადღებით აკვირდება ევროპა. მათ შორის გარიგებამ შესაძლოა ევროკავშირის ეკონომიკასა და უსაფრთხოებას სერიოზული დარტყმა მიაყენოს.















