Huawei-ის ხელმძღვანელი კომპანიის შესაძლო ჯაშუშობის რისკებს უარყოფს
ტექნოლოგიები

ფოტო: Twitter
Huawei-ს არასოდეს მიუცია წვდომა ჩინეთის მთავრობისთვის მომხმარებელთა მონაცემებზე და ამას შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაშიც არ დაუშვებდა. განცხადება კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა და დამფუძნებელმა გააკეთა. ამის შესახებ BBC წერს.
მედიასთან ინტერვიუსას ჩინური კომპანიის ხელმძღვანელმა პასუხი აშშ-ის ეჭვებს გასცა, იმის შესახებ თითქოს კომპანიის ტექნიკურ აღჭურვილობას ჩინეთის მთავრობა შესაძლოა სხვა ქვეყნების სატელეფონო ქსელებზე ჯაშუშობის მიზნით იყენებდეს.
სმარტფონების ჩინური მწარმოებელის ხელმძღვანელი, რომელიც ამავდროულად ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრია, ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, თავისი კავშირები მმართველ პარტიასთან არ გადაიკვეთება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მთავრობა მისი კომპანიისგან კლიენტების შესახებ მონაცემების გადაცემას მოითხოვს.





