ირანში Telegram-ი და Instagram-ი დაბლოკეს
ტექნოლოგიები

ირანში, სადაც რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები იმართება, Telegram-ის მესინჯერი და სოციალური ქსელი Instagram-ი დაბლოკეს. ამის შესახებ Associated Press-ი იუწყება.
მთავრობამ ეს გადაწყვეტილება "მშვიდობისა და მოსახლეობის უსაფრთხოების" მხარდაჭერის აუცილებლობით ახსნა. გამოცემის წყაროს ცნობით, გადაწყვეტილება ირანის ნაციონალური უსაფრთხოების უმაღლესმა საბჭომ მიიღო და ის დროებითია.
ირანში ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები უკვე მეოთხე დღეს მიმდინარეობს. აქციების ტალღა ერთ-ერთ ქალაქში პროდუქტების გაძვირების გამო დაიწყო, რამდენიმე დღეში კი მთელ ქვეყანას მოედო და პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზარდა.
დღეს ანტისამთავრობო დემონსტრაციები რამდენიმე ქალაქში პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. პოლიციამ აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა. არის მსხვერპლიც. საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა.





