06 მარტი 2026, 19:32
ირაკლი ჩიქოვანმა თურქ კოლეგასთან, იაშარ გიულერთან სატელეფონო საუბარი გამართა
თავდაცვა

ფოტო: თავდაცვის სამინისტრო
გაზიარება
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა სატელეფონო საუბარი თურქ კოლეგასთან, იაშარ გიულერთან გამართა.
საუბარი რეგიონული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.
ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა რეგიონში არსებული ვითარება და მასთან დაკავშირებული საფრთხეები განიხილეს.
ირაკლი ჩიქოვანმა და იაშარ გიულერმა ერთმანეთს მხარდაჭერა აღუთქვეს და მზადყოფნა გამოხატეს, წვლილი შეიტანონ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში.
ინფორმაციას საქართველოს ტავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.





