საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც რამშტაინის ფორმატის შეხვედრას დაესწრო
თავდაცვა

ფოტო: თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში იმყოფება. თავდაცვის მინისტრი რამშტაინის ფორმატის შეხვედრას დაესწრო, რომელიც გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა უეს სტრიტინგმა გახსნა.
სხდომის მონაწილეებს ვირტუალურ ფორმატში სიტყვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. სიტყვით გამოვიდნენ გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და აშშ-ის ომის მდივნის მოადგილე ელბრიჯ კოლბი. შეხვედრის მონაწილეებმა უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება მიმოიხილეს.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს პარტნიორობების მიმართულებით, კევინ ჰამილტონს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, არსებული პრაქტიკული მექანიზმების განხორციელების პროცესსა და ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივებზე.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.





