ირაკლი ღარიბაშვილი: მდარე ხარისხის სპეკულაცია და დეზინფორმაცია მოჰყვა იმას, თუ რატომ ვიყიდეთ ჩოხები
თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამეტი/ვიდეოკადრი
თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განმარტა, რატომ შეისყიდა ჩოხები მისმა უწყებამ.
ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციის კრიტიკა მდარე ხარისხის კრიტიკად და დეზინფორმაციად შეაფასა.
„მდარე ხარისხის სპეკულაცია და დეზინფორმაცია მოჰყვა იმას, თუ რატომ ვიყიდეთ ჩოხები, რაც ძალიან სამწუხაროა ჩემთვის და კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, როგორი დესტრუქციული, მავნებლური, ანტისახელმწიფოებრივი ოპოზიცია გვყავს საქართველოში.
მოგეხსენებათ, რომ ეროვნულ გვარდიას ჰყავს სპეციალური დანაყოფი, რომელიც მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებაში, მათ შორის უმაღლესი ვიზიტების დროს - დახვედრის ცერემონიაში.
ბოლო 7 წლის განმავლობაში არ გამოცვლილა ეს ჩოხები. აქედან გამომდინარე ცოტა მეუხერხულება ამ თემაზე საუბარი, თუმცა საზოგადოებისთვის მინდა განვმარტო, რომ ეს იყო ეროვნული გვარდიისთვის. ჩემი დევიზია - ყველაფერი საუკეთესო ჯარს. ჩემი დავალებაა გუნდისთვის, რომ ჯარისთვის ყველაფერი საუკეთესო უნდა ვიყიდოთ და ისეთი მნიშვნელოვანი სამოსი, როგორიც ჩოხაა, ამაზე საუბარი უხერხულია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





