ამერიკულ ქალაქში 9 წლის ბიჭმა მერიას გუნდაობაზე ასწლიანი აკრძალვა მოახსნევინა
ტაბლოიდი
დეინ ბესტი
ფოტო: youtube
ამერიკის კოლორადოს შტატის ქალაქ სევერანსში თითქმის 100 წლის განმავლობაში აკრძალული იყო გუნდაობა. ახლა ეს აკრძალვა 9 წლის ბიჭის, დეინ ბესტის წყალობით მოიხსნა.
2018 წლის ოქტომბერში ბესტი თავის კლასელებთან ერთად მერიაში ექსკურსიაზე წავიდა. ქალაქის მერმა მათ უცნაური კანონების შესახებ უამბო. მან 1920 წლის განკარგულებაც ახსენა, რომლის თანახმადაც ქალაქში ადამიანების, ცხოველების, შენობების მიმართულებით სხვადასხვა საგნების სროლა იკრძალება.
ამ აკრძალვაში მოხვდა გუნდაც, თუმცა ამ ნაწილს ხელისუფლება ყურადღებას დიდად არც აქცევდა. უფრო მეტიც, მერმა არც კი იცოდა, როგორ უნდა დაესაჯა კანონდამრღვევები, მათ შორის თავისი შვილები.
And the man of the hour takes the stage. 9-year-old Dane Best is here to change the law against snowball fights. pic.twitter.com/zU6ARSB8Sw
— Xandra McMahon (@xanmcmahon) December 4, 2018
დეინ ბესტმა სიტუაციის გამოსწორება სცადა. მან კლასელებისგან 20 ხელმოწერა შეაგროვა და ხუთწუთიანი პრეზენტაცია მოამზადა, რომელშიც დაწვრილებით ახსნა, რატომ უნდა მოხსნას ხელისუფლებამ გუნდაობაზე აკრძალვა. მან კანონს მოძველებული უწოდა და თქვა, რომ სევერანსის ბავშვებს, ისევე როგორც დანარჩენი მსოფლიოს პატარებს, თოვლში გუნდაობის უფლება უნდა ჰქონდეთ.
ქალაქის საბჭომ მის წინადადებას მხარი დაუჭირა, ქალაქის მერმა კი მას გუნდაობისთვის სპეციალური ხელსაწყო აჩუქა.
აკრძალვის გაუქმების შემდეგ ბესტმა პირობა დადო, რომ პირველ გუნდას თავის 4 წლის ძმას ესვრის.
Range View’s Dane Best convinced Town of Severance Board to make snowball throwing legal in Severance! pic.twitter.com/XxmVskiuGQ
— Kelly Johnson (@RV_Principal) December 4, 2018





