ნანოტირანუს „ჯოდის“ ჩონჩხი აუქციონზე 47,3 მილიონ დოლარად გაიყიდა
ტაბლოიდი

ფოტო: Reuters
ნიუ-იორკში Sotheby's-ის აუქციონზე იშვიათი დინოზავრის - ნანოტირანუსის ჩონჩხი, სახელად ჯოდი 47,3 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ აუქციონის სახლი სოციალურ ქსელებში იტყობინება.
ეს არის დინოზავრის ძვლების სითამამით მეორე ყველაზე ძვირადღირებული კომპლექტი, რაც კი ოდესმე აუქციონზე გაუტანიათ. ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ფასი 6-დან 9 მილიონ დოლარამდე იქნებოდა. მყიდველმა ანონიმურობა არჩია.
„ჯოდის“ ჩონჩხი 2019 წელს მონტანას შტატში მდებარე ერთ-ერთ რანჩოზე იპოვეს. მეცნიერთა შეფასებით, ნამარხი თითქმის 70%-ით სრულია. ამ ნიმუშის გათხრების პროცესი საფუძვლად დაედო დოკუმენტურ სერიალს „დინოზავრებზე მონადირეები“.
ნანოტირანუსი სიგრძეში დაახლოებით 6 მეტრია, სიმაღლეში კი 2,9 მეტრი. გარეგნულად ის ტირანოზავრის მცირე ასლს წააგავს, თუმცა გასული წლის კვლევამ დაამტკიცა, რომ ნანოტირანუსი ცალკეული გვარია და არა T-Rex-ის შემცირებული ვერსია.





