ინდოელმა მხატვარმა სანელებლებისგან მსოფლიოში ყველაზე დიდი ნახატი შექმნა
ტაბლოიდი

ფოტო: გინესის რეკორდების წიგნი
29 წლის ინდოელმა მხატვარმა ამარ კალემ სანელებლებისგან მსოფლიოში ყველაზე დიდი ნახატი შექმნა და გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. კალემ პატივი მიაგო თავის მშობლიურ მხარეს და კურკუმასა და ჩილი პილპილის გამოყენებით ინდოეთის შტატი კარნატაკა გამოსახა, მათ შორის ჰამპის ცნობილი ქვის ეტლი.
ნახატის ფართობმა 175.82 კვადრატული მეტრი შეადგინა. მის შექმნას დაახლოებით 6 კგ კურკუმა, 5 კგ პილპილი და 10 საათი დასჭირდა.
„მსურდა უნიკალური და შინაარსიანი ხელოვნების ნიმუშის შექმნით შტატის თვითმყოფადობა მეჩვენებინა. ეს მასალები იმიტომ ავირჩიე, რომ კარნატაკა ცნობილია თავისი სანელებლებით. გამოვიყენე მხოლოდ კურკუმა და დაფქული ჩილი პილპილი, რადგან მათ ბუნებრივ ყვითელ და წითელ ტონებს კარნატაკასთან აკავშირებენ. მინდოდა მეჩვენებინა, რომ ისეთი მარტივი მასალებისგანაც კი, როგორიც სამზარეულოს სანელებლებია, შესაძლებელია შთამბეჭდავი ისტორიული ხელოვნების ნიმუშის შექმნა“, - განაცხადა მხატვარმა.
კალე გინესის რეკორდების წიგნში პირველად არ ხვდება. 2021 წელს მან ხელისგულის 98 ანაბეჭდით შექმნილი ნამუშევრით დაამყარა რეკორდი, 2026 წლის თებერვალში კი პირით დახატული ყველაზე დიდი ნახატი შექმნა.





