პრინცი უილიამი იორდანიაში ჩავიდა
ტაბლოიდი

პრინცი უილიამი
ფოტო: Twitter
კემბრიჯის ჰერცოგი, პრინცი უილიამი ხუთდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იორდანიას ესტუმრა. ამის შესახებ Mirror-ი წერს.
ის მეუღლის, ქეთრინ მიდლტონის გარეშე მოგზაურობს. ვიზიტის ფარგლებში პრინცი ისრაელსა და პალესტინის ოკუპირებულ რეგიონებსაც ეწვევა.
ის პირველი ოფიციალური წარმომადგენელია, რომელიც რეგიონს მონარქიული წყობის სახელმწიფოდან ესტუმრა.
ვიზიტის ფარგლებში, კემბრიჯის ჰერცოგი ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და პალესტინის მთავრობის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს შეხვდება.
The Duke of Cambridge will visit Israel, Jordan and the Occupied Palestinian Territories in the Summer. pic.twitter.com/VSdx7ts1Ff
— Kensington Palace (@KensingtonRoyal) March 1, 2018





