16 ივნისი 2018, 11:28
ინდონეზიაში გიგანტურმა პითონმა ქალი გადაყლაპა
ტაბლოიდი

ფოტო: shutterstock.com
გაზიარება
ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე, 8-მეტრიანი პითონის კუჭში ქალის სხეული აღმოაჩინეს. ამის შესახებ გაზეთი Jakarta Post-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით წერს.
54 წლის ვა თიბა ხუთშაბათს მას შემდეგ გაუჩინარდა, როცა სახლიდან კილომეტრის დაშორებით ნარგავების შესამოწმებლად გვიან ღამით გავიდა. მისმა ოჯახმა განგაში დილითვე ატეხა. მისმა დამ ქალის კვალი აღმოაჩინა - ფანარი, ფეხსაცმელი და მაჩეტე. მან დახმარებისთვის ადგილობრივებს მიმართა და დაახლოებით ერთ საათში მათ აღმოაჩინეს პითონი, გაბერილი მუცლით. ადგილობრივებმა ის მოკლეს, მუცელი გაუჭრეს და დაკარგული ქალიც იპოვეს.





