31 დეკემბერი 2016, 00:39
Hill
ტრამპი ახალ წელს სტალონესთან ერთად შეხვდება
ტაბლოიდი

გაზიარება
დონალდ ტრამპი ახალ წელს ფლორიდის შტატში, საკუთარ ვილაზე შეხვდება. რესპუბლიკელ პრეზიდენტს სტუმრად 800 ადამიანი ჰყავს მიწვეული, მათ შორის არიან მსახიობი სილვესტერ სტალონე და მუსიკალური პროდიუსერი ქუინსი ჯონსი.
The Hill-ის ცნობით, ოჯახის წევრებიდან მიღებას ტრამპის მეუღლე მელანია და მისი უმცროსი ვაჟი ბერონი დაესწრებიან. დასაწყისში სტუმრებს კოქტეილს შესთავაზებენ, შემდეგ კი საზეიმო ვახშამი და ცეკვებიც იქნება.





