პრესა: კალაძემ და მისმა მოადგილემ პარკირებისა და გზის გადაკვეთის წესები დაარღვიეს. ფოტო
ტაბლოიდი

კახა კალაძის მანქანა ამკრძალავ ნიშანთან
ფოტო: ambebi.ge
დღეს თბილისის მერმა და ვიცემერმა დედაქალაქის მერიის წინ მდებარე ქუთათელაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. როგორც ambebi.ge წერს, კალაძე ქუთათელაძის ქუჩაზე საკუთარი ავტომობილით მივიდა.
დედაქალაქის მერმა ავტომანქანა შარტავას ქუჩაზე, "სითი პარკის" ამკრძალავ ნიშანთან გააჩერა, მისმა მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა კი შარტავას ქუჩა მერიის წინ, ფეხით მოსიარულეებისთვის აკრძალულ ადგილზე გადაკვეთა.


ქუთათელაძის ქუჩა (ერთმანეთთან აკავშირებს იოსებიძისა და შარტავას ქუჩებს), რომლის რეაბილიტაციაც დღეს დაიწყო. კალაძის თქმით, ამ ქუჩაზე ტროტუარებზე პარკირება აიკრძალება. რეაბილიტაცია ორ კვირაში დასრულდება.





