ნათია ჩაჩავა
რომის პაპის ვიზიტისას ჩილეში ინციდენტი მოხდა
ტაბლოიდი
რომის პაპის ვიზიტისას ჩილეში ინციდენტი მოხდა. კერძოდ, მაშინ როდესაც ფრანცისკე ქუჩაში პაპისთვის განკუთვნილი სპეციალური ავტომობილით გადაადგილდებოდა და მორწმუნეებს ლოცავდა. ერთ-ერთ მონაკვეთზე ფონტიფიკოსმა ცხენიდან გადავარდნილი პოლიციელი შენიშნა და კორტეჟი გააჩერა.
პაპმა დაშავებული სამართალდამცველი დალოცა და მათან სასწრაფო დახმარების მისვლამდე გაჩერდა.
ეს არა პირველი ინციდენტი, რომელიც რომის პაპის ჩილეში ვიზიტისას მოხდა. რომის პაპ ფრანცისკეს ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში ხალხთან შეხვედრის დროს ნაჭერი ესროლეს. ვიდეოზე ჩანს, რომ 81 წლის პაპი გაოცებული იყო ინციდენტით, თუმცა ღიმილი შეინარჩუნა.
ფრანცისკე ჩილედან პერუში გაემგზავრება.





