17 იანვარი 2018, 00:05
კიმ კარდაშიანს და კანიე უესტს მესამე შვილი შეეძინათ
ტაბლოიდი

კიმ კარდაშიანი კანიე უესტი
ფოტო: shutterstock.com
გაზიარება
ამერიკელ ტელევარსკვლავ კიმ კარდაშიანს და მუსიკოს კანიე უესტს მესამე შვილი შეეძინათ. ამის შესახებ კარდაშიანმა საკუთარ მიკრობლოგზე დაწერა.
„მე და კენიე სიხარულით გაცნობებთ, რომ ქვეყანას მოევლინა ჩვენი ჯანმრთელი და მშვენიერი ქალიშვილი,“-წერს კარდაშიანი.
ამასთან მან სუროგატ დედას მადლობა გადაუხადა, რომელმაც წყვილს შვილი გაუჩინა.
კიმ კარდაშიანსა და კანიე უეტს 5 წლის ქალიშვილი ნორტი და 3 წლის ვაჟი სეინტი ჰყავთ. მესამე ბავშვის გაჩენა კი ტელევარსკვლავმა ჯანმრთელობის გამო ვერ შეძლო.





