ოლიმპიადაზე მოთხილამურეების შეჯიბრში ძაღლი ჩაერთო🐺ვიდეო
ტაბლოიდი

ფოტო: AP
მილანი-კორტინას ოლიმპიურ თამაშებზე, ტეზეროს სათხილამურო ტრასაზე ძაღლი შეიჭრა. France 24 წერს, რომ ცხოველი თხილამურების გარეშეც კი, ვაჟკაცურად გაჰყვა ორ კონკურენტს - საბერძნეთის წარმომადგენელ კონსტანტინა ჩარალამპიდუსა და ხორვატ ტენა ჰაჯიჩს.
მან ფინიშის ხაზიც კი გადაკვეთა, თუმცა მისი „დიდების წამი“ მალევე დასრულდა: ორგანიზატორებმა ძაღლი ტერიტორიიდან გაიყვანეს. „ეჭვგარეშეა, რომ პატრონს მასთან სერიოზული საუბარი ექნება, როდესაც ისინი კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს“, - წერს გამოცემა.
— Eurosport.es (@Eurosport_ES) February 18, 2026
ფაქტს ოლიმპიური თამაშების ოფიციალური ანგარიშიც გამოეხმაურა და დაწერა: „მთელი ჩვენი ძალისხმევა გვჭირდება, რომ ჩვენს ახალ მეგობარ ძაღლს ყველა მედალი არ გადავცეთ“.





