პამელა ანდერსონმა ლიამ ნისონთან რომანის შესახებ ისაუბრა
ტაბლოიდი

პამელა ანდერსონი და ლიამ ნისონი
ფოტო: Getty Images
პამელა ანდერსონმა დაადასტურა, რომ ლიამ ნისონს ხვდებოდა. ამ თემაზე 58 წლის მსახიობმა PEOPLE-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, რომანტიკული ურთიერთობა მასსა და 73 წლის ნისონს შორის ფილმ „შიშველი პისტოლეტის“ გადაღებების შემდეგ დაიწყო.
„მე და ლიამს ხანმოკლე რომანტიკული ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ფილმის გადაღებების დასრულების შემდეგ“, - განაცხადა ანდერსონმა და ნისონთან ერთად გატარებული რომანტიკული კვირის დეტალები გაიხსენა.
მისივე თქმით, საბოლოო ჯამში მათ გადაწყვიტეს, რომ მეგობრობა რომანტიკულ ურთიერთობაზე უკეთ გამოსდით და დაშორება გადაწყვიტეს, თუმცა ერთმანეთისადმი თბილი დამოკიდებულება შეინარჩუნეს.





