ნიგერიის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა წაგების შემდეგ მოწინააღმდეგე გუნდი ჯადოქრობაში დაადანაშაულა⚽️
ტაბლოიდი

ფოტო: Jannik
ნიგერიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ შელმა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან წაგების შემდეგ, მეტოქის საქციელს „ჯადოქრობა“ უწოდა.
The Athletic-ი წერს, რომ ნიგერიამ კონგოსთან მატჩის ძირითადი დრო ფრედ დაასრულა - 1:1, რის შემდეგაც პენალტების სერიაში ანგარიშით 3:4 დამარცხდა. გუნდმა შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა და მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ვერ მოხვდა.
ფინალური დარტყმის შემდეგ, შელი მეტოქის სამწვრთნელო შტაბისკენ გაემართა და მათთან შელაპარაკება დაიწყო, რის გამოც დელეგაციის წევრებს მათი გაშველება მოუწიათ.
განრისხებულმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფეხბურთელები პენალტების სერიის დროს „ჯადოქრობით იყვნენ დაკავებულები“. მან დააზუსტა, რომ ვუდუს მაგია იგულისხმა.
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებმა ბრალდება უარყო.





