საფრანგეთის სასამართლომ მამალს ყივილის უფლება მიანიჭა
ტაბლოიდი

მორისი
ფოტო: Twitter
საფრანგეთის კომუნა როშფორის სასამართლომ მამალ მორისს ყივილის უფლება მისცა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მამლის პატრონის წინააღმდეგ სარჩელი მისმა მეზობლებმა შეიტანეს, რომლებიც სოფელში ზაფხულობით ჩადიან. მათ არ მოსწონთ, რომ მორისი ყოველ დილას ადრე იღვიძებს და ხმაურობს.
სასამართლო საქმეს 2017 წლის გაზაფხულიდან განიხილავდა. მაშინ მორისის მხარდასაჭერად ორი ონლაინ პეტიცია შეიქმნა, რომელსაც ხელი თითქმის 155 000 ადამიანმა მოაწერა. პირველი სასამართლო პროცესი 2019 წლის ივლისში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მასზე არც ერთი მხარის წარმომადგენელი არ მივიდა. ამიტომ განაჩენის გამოტანა 5 სექტემბრამდე გადაიდო.
მორისის საქმე იმ სირთულეების სიმბოლო გახდა, რომლებსაც საფრანგეთში ორი სოციალური ჯგუფი აწყდება - სოფლების მკვიდრები და ისინი, ვინც ქალაქგარეთ საცხოვრებლად პენსიაზე გასვლის შემდეგ გადადის.





