9 წლის ბიჭი, რომელმაც შს მინისტრს წერილი მისწერა, გიორგი გახარიას შეხვდა
ტაბლოიდი

ფოტო: Facebook
9 წლის დაჩი გულუა, რომელმაც შს მინისტრს წერილი მისწერა, გიორგი გახარიამ თავის სამუშაო კაბინეტში მიიღო.
ფოტოს დაჩის დედამ ნათია ანასტასიადმა Faceboook-ზე გამოაქვეყნა. „ძალიან საქმიანი და პროდუქტიული შეხვედრა გამოვიდა! დაჩი კმაყოფილია"-წერს ის.
მოზარდმა შს მინისტრს საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურების დატანა სთხოვა.
"ბატონო გიორგი, მე ვარ დაჩი გულუა, 9 წლის. შევამჩნიე, რომ ყველა საგზაო ნიშანზე კაცის ფიგურაა გამოსახული. ვფიქრობ, რომ ეს ქალების შეუმჩნეველი დაჩაგვრაა. ქალაქში ფეხითაც და მანქანითაც ქალები და კაცები ერთნაირად დადიან, ამიტომ გთხოვთ საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურაც გამოსახოთ", - წერდა დაჩი წერილში.





