ნათია გაბოძე
ევროპის ჩემპიონატში 9 ქართველი ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას
სპორტი

ფოტო: ძიუდოს ფედერაცია
26 აპრილს ისრაელის ქალაქ თეალავივში სტარტს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი აიღებს.
ევროპის პირველაბაზე მონაწილეობას შვიდ წონით კატეგორიაში ცხრა ქართველი ძიუდოისტი მიიღებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირაკლი ცირეკიძემ ევროპის ჩემპიონატზე გუნდი უძლიერესი შემადგენლობით დააკომპლექტა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
60 კგ ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი;
66 კგ ვაჟა მარგველაშვილი;
73 კგ ლაშა შავდათუაშვილი;
81 კგ ნუგზარ ტატალაშვილი;
90 კგ ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი;
100 კგ ვარლამ ლიპარტელიანი;
100 კგ გურამ თუშიშვილი.
ევროპის ჩემპიონატი თელავივში 26 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით გაიმართება.




