ჰარი კეინი „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდა
სპორტი

ჰარი კეინი
GettyImages
ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა 2025/26 წლების სეზონის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო - „ოქროს ბურთი“ მოიპოვა. ფრანგული გამოცემა France Football-ის მიერ ორგანიზებული დაჯილდოების ცერემონია ლონდონში გაიმართა.
გასულ სეზონში კეინმა „ბაიერნის“ შემადგენლობაში ჩატარებულ 51 მატჩში 61 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიუნხენურ კლუბთან ერთად მან გერმანიის ჩემპიონატი და ქვეყნის თასი მოიგო.
ინგლისელი თავდამსხმელი გერმანიის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და „ოქროს ბუციც“ დაისაკუთრა, რომელიც ევროპული ჩემპიონატების ყველაზე შედეგიან ფეხბურთელს გადაეცემა.
ინგლისის ეროვნული ნაკრების რიგებში ჰარი კეინმა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ტურნირზე ჩატარებულ 7 შეხვედრაში ფორვარდმა თავი 6 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.




