28 ოქტომბერი 2026, 11:30
ხვიჩა კვარაცხელიამ ოპერაცია დოჰას კლინიკაში გაიკეთა
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია
ფოტო: Facebook
გაზიარება
ხვიჩა კვარაცხელიამ ოპერაცია დოჰას კლინიკაში გაიკეთა. ექიმების განცხადებით, ქირურგიული ჩარევა წარმატებული იყო. კლინიკაში სხვადასხვა დროს ოპერაცია მესის, რამოსს და ნეიმარს ჩაუტარდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი სავარაუდოდ, მოედანს 9 თვეში უნდა დაუბრუნდეს. ქართველ ფეხბურთელს მხარდაჭერა სოციალურ ქსელში „პარი სენ ჟერმენმა“ გამოქვეყნებული ფოტოთი და ლიონთან შეხვედრისას გამოფენილი ბანერით გამოუცხადა.




