15 ნოემბერი 2026, 14:40
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კარატეს საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს
სპორტი

ფოტო: imedi/ვიდეოკადრი
გაზიარება
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კარატეს საერთაშორისო ტურნირი Tbilisi Open მიმდინარეობს. შეჯიბრებაში შვიდი ქვეყნის 500-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს. გახსნის ცერემონიაზე ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის პირველი საპატიო წევრი გახდა. მას მედალიონი და სერტიფიკატი გადასცეს.
ტურნირის შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები.





